იზრდებოდა 1863 წლის პოლონეთის ამბოხების შემდეგ კავკასიაში გადმოსახლებულ პოლონელ ემიგრანტთა ოჯახში. მამა, მიხეილ ზდანევიჩი ქუთაისში ასწავლიდა ფრანგულ ენას, შემდეგ იყო გიმნაზიის დირექტორი; დედა, ვალენტინა გამყრელიძე, პიანისტი იყო. მალე ისინი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ, სადაც მიხეილ ზდანევიჩი ფრანგულ ენას ასწავლიდა თბილისის პირველ გიმნაზიაში.
თბილისში 1917 წელს პირველი კაფე-კლუბი „ფანტასტიკური სამიკიტნო“ გაიხსნა, — აქ ილია ზდანევიჩმა მეგობრებთან ერთად ფუტურიზმის შემსწავლელი სახლი დააარსა, მანვე კაფის კამარის მარჯვენა მხარე მოხატა.
ილია ზდანევიჩი 1975 წელს საფრანგეთში გარდაიცვალა, დაკრძალულია ლევილ-სიურ-ორაჟის ქართულ სასაფლაოზე.