კულტურა და ხელოვნება კულტურა და ხელოვნება
ლიტერატურა კინო თეატრი ოპერა მხატვრობა ლიტერატურა კინო თეატრი ოპერა მხატვრობა
1918-1921 1918-1921
სიმბოლისტთა გაერთიანება „ცისფერყანწელების“ ქართულ ხელოვნებაში გამოჩენა, დიდი ძვრების მაუწყებელი იყო. ისინი 1915 წელს, ქუთაისში ჩნდებიან, ხოლო 1918 წელს ინაცვლებენ თბილისში და აგრძელებენ კულტურულ-რევოლუციურ მოღვაწეობას. კონსერვატიული ლიტერატურული ტრადიციების ქვეყანაში, „ცისფერყანწელობა“ ნიშნავდა ამბოხს, რომელსაც უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავდა. მათთვის ცისფერი აღიქმებოდა პოეზიის ფერთად, ხოლო ყანწი ბოჰემური ცხოვრების სტილად, რომელსაც ქართული ელფერიც დაჰკრავს. „ცისფერყანწელებს“ ჰქონდათ თავიანთი გამოცემები - "მეოცნებე ნიამორები", "შვილდოსანი", "ბარიკადი", "ბახტრიონი". თავიანთ დეკლარაციებში ცისფერყანწელები სიმბოლიზმის მიმდევრებად აცხადებდნენ თავს, ბოჰემური არტისტიზმი კი მათი ცხოვრების, შემოქმედების სტილად იყო ქცეული. მიმდინარეობის წევრები იყვნენ: გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, ელენე დარიანი და სხვანი. „ცისფერყანწელები“ მხატვრებთან, პოეტებთან, მსახიობებთან ერთად ხშირად იკრიბებოდნენ კაფეებსა და კლუბებში. ამ დროს თბილისში, სანკტ-პეტერბურგისა და პარიზის მსგავსად, არსებობს არტისტული კაფეები. საღამოებს კაფეებში პაოლო იაშვილი მართავდა. ლექსებს ამბობდნენ გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, შალვა ამირეჯიბი, ლელი ჯაფარიძე, აქ ლექსი უთქვამთ კონსტანტინ ბალმონტს, სერგეი გოროდეცკის, ილია ზდანევიჩს და მრავალ სხვას… მრავალი კაფისა და ბოჰემური შეკრების ადგილის გახსნის ფონზე, „ცისფერყანწელებს“ გაუჩნდათ სურვილი ჰქონოდათ საკუთარი თავშეყრის ადგილი. ისინი გოლოვინის პროსპექტზე, ცნობილი რესტორნის, „ანონას“ ადგილას, დღევანდელი შოთა რუსთაველის თეატრის სარდაფში აარსებენ კაფეს სახელად „ქიმერიონი“, რომელიც აიღეს ამავე გაერთიანების წევრის, ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსიდან. “ცისფერი ყანწების“ მედროშე და სულისჩამდგმელი, გრიგოლ რობაქიძე იხსენებს: „ტფილისი უცნაური ქალაქია, ხოლო 1919-1920 წლებში კიდევ უფრო აუცნაურდა. გამორეკილი თუ გამოქცეული რუსები თავს აქ აფარებდნენ. სცენიდან გაისმოდა კოჩალოვის ხმა... ტფილისშივე იყო ხოდოტოვი, სცენიდან მისი ხმაც ისმოდა. კომპოზიტორი ჩერეპნინი კაფეში შედიოდა მთვრალი და ნაღვლობდა რუსეთზე. მხატვარი სერგეი სუდეიკინი რესტორანს ხატავდა, რომელსაც ქართველმა პოეტებმა „ქიმერიონი“ დაარქვეს“.
ცისფერყანწელების შემოქმედება მკაფიოდ აღიბეჭდა ქართულ ხელოვნებაზე და სამწუხაროდ, მხოლოდ საბჭოთა სახელმწიფოს დამხობის შემდეგ გახდა უფრო მეტად ცნობილი. მათი ალეგორიები დღემდე ამკობს ქართველი მკითხველის ყურს უცნაურობით, მანიფესტებითა და არსებული რეალობის მიმართ ბრძოლის ჟინით.
ცისფერყანწელების შემოქმედება მკაფიოდ აღიბეჭდა ქართულ ხელოვნებაზე და სამწუხაროდ, მხოლოდ საბჭოთა სახელმწიფოს დამხობის შემდეგ გახდა უფრო მეტად ცნობილი. მათი ალეგორიები დღემდე ამკობს ქართველი მკითხველის ყურს უცნაურობით, მანიფესტებითა და არსებული რეალობის მიმართ ბრძოლის ჟინით.
ქართული კინო ქართული კინო
1918-1921 1918-1921
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
მეოცე საუკუნის 10-იან წლებში, საქართველოს რესპუბლიკაში კინემატოფრაფია მკაფიოდ იკიდებს ფეხს. 1919-1920 წლებში კინოოპერატორმა, ალექსანდრე დიღმელოვმა, ვლადიმერ ბარსკის რეჟისორობით და სააქციო საზოგადოება ,,ფილმას’’ დაკვეთით გადაიღო მხატვრული ფილმები: ,,თავმოკვეთილი გვამი’’, ,,მითხარ რისთვის’’ და „ნუ გძინავს’’.
ქართული ფილმი “ქრისტინე” ქართული ფილმი “ქრისტინე”
დამდგმელი რეჟისორი - ალექსანდრე წუწუნავა, გერმანე გოგიტიძე დამდგმელი რეჟისორი - ალექსანდრე წუწუნავა, გერმანე გოგიტიძე
ნაწარმოები - ქრისტინე - ეგნატე ნინოშვილი ნაწარმოები - ქრისტინე - ეგნატე ნინოშვილი
მეოცე საუკუნის 10-იან წლებში, საქართველოს რესპუბლიკაში კინემატოფრაფია მკაფიოდ იკიდებს ფეხს. 1919-1920 წლებში კინოოპერატორმა, ალექსანდრე დიღმელოვმა, ვლადიმერ ბარსკის რეჟისორობით და სააქციო საზოგადოება ,,ფილმას’’ დაკვეთით გადაიღო მხატვრული ფილმები: ,,თავმოკვეთილი გვამი’’, ,,მითხარ რისთვის’’ და „ნუ გძინავს’’. 1918-1921 წლებში საქართველოში ოცდაათამდე კინოთეატრი ფუნქციონირებდა, სადაც უჩვენებდნენ როგორც ევროპულ და რუსულ, ისე ადგილობრივ დოკუმენტურ და მხატვრულ სურათებს. ამ პერიოდში ქართულ კინოს დიდ პროპაგანდას უწევს შალვა დადიანი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის სამწლიანი პერიოდის განმავლობაში ძირითადად მნიშვნელოვანი ისტორიული ღონისძიებები გადაიტანეს ფირზე. 1918-1921 წლებში ყველაზე დიდი კინოგიგანტი, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს, ბელგიელი კომერსანტის, პირონეს ხელშია. ცნობილია, რომ პირონემ საწარმო 1918 წელს დააფუძნა და რუსული და ევროპული ფილმების გაქირავებას ეწეოდა, რასაც საქართველოში აქრსებულ კინოთეატრებში უჩვენებდნენ. სასიამოვნოდ აღსანიშნავი ფაქტია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში, ეკრანებზე გამოვიდა პირველი ქართული მხატვრული, სრულმეტრაჟიანი ფილმი ,,ქრისტინე’’, რომლის გადაღებაც დაახლოებით 2 წელი მიმდინარეობდა. ფილმი ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით დაიდგა, რომელიც სცენარად ალექსანდრე წუწუნავამ აქცია და რეჟისურაც მან ითავა.
განსავითარებლად ყოველ დარგს სჭირდება საგანმანათლებლო კერა, საქართველოში კი სწორედ დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდში იხსნება კონსერვატორია, ამიერკავკასიაში პირველი უმაღლესი ქართულენოვანი სამუსიკო სასწავლებელი. ამავე პერიოდში ოპერა, რომელიც თავის თავში ხელოვნების მრავალ დარგს მოიაზრებს, დამოუკიდებელი რესპუბლიკის კულტურულ ცხოვრებაში უდიდეს მნიშვნელობას იძენს. ამ დროს თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე წარმოადგინეს პირველი ქართული ოპერა - ვალერიან გოგნიაშვილის „ქრისტინე". ეს ისტორული ფაქტი 1918 წლის 17 ივნისით თარიღდება. საოპერო ჟანრის პირველ კლასიკურ ნიმუშებად ითვლება 1919 წელს თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგმული ოპერები - 5 თებერვალს დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“, 21 თებერვალს - ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, 11 დეკემბერს - ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“. ქართული მუსიკის ისტორიაში, ხალხური ფოლკლორული ნამუშევრების შემდეგ 1918-21 წლების პროცესები უთუოდ გამორჩეული და აღმავლობითი ხასიათისაა. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ქართული ვოკალური სკოლის წარმატება, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ვანო სარაჯიშვილია. 1918 წელს ქართველი კომპოზიტორი კოტე ფოცხვერაშვილი ქმნის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნს „დიდებას“, რომელიც მას შემდეგ თავისუფალი საქართველოს მუსიკალურ სიმბოლოდ იქცა.
3 წლის მანძილზე თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო მრავალი კულტურული წიაღსვლის კერაა, რომელსაც ვერადავერ აჩერებენ. ამ პერიოდში კულტურას სულ სხვა ელფერი ედება, ცოცხლდება და წარმოუდგენელი ოდენობის სიახლე ატყდება თავს. განსხვავებულ მხატვრულ გემოვნებათა ღია და თავისუფალი თანაარსებობა საქართველოს, განსაკუთრებით კი თბილისის განუყოფელი ნაწილი ხდება. თეატრი, ოპერა, კინემატოგრაფია, მხატვრობა.. ყოველი დარგი შთაგონების ქარცეცხლშია გახვეული. იხსნება მრავალი ბოჰემური, მხატვრულ-ლიტერატურული კაფე, სადაც იგრძნობა პარიზისა და პეტერბურგის სურნელი, ოღონდ მაინც სრულიად განსხვავებული, ახალი ენერგიით სავსე. მრავალნი ამბობდნენ: „თბილისი ჰგავს ოაზისს უდაბნოში და იზიდავს მათ, ვინც ცდილობს ომისა და რევოლუციის ქარიშხალს გაექცეს.
3 წლის მანძილზე თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო მრავალი კულტურული წიაღსვლის კერაა, რომელსაც ვერადავერ აჩერებენ. ამ პერიოდში კულტურას სულ სხვა ელფერი ედება, ცოცხლდება და წარმოუდგენელი ოდენობის სიახლე ატყდება თავს. განსხვავებულ მხატვრულ გემოვნებათა ღია და თავისუფალი თანაარსებობა საქართველოს, განსაკუთრებით კი თბილისის განუყოფელი ნაწილი ხდება. თეატრი, ოპერა, კინემატოგრაფია, მხატვრობა.. ყოველი დარგი შთაგონების ქარცეცხლშია გახვეული. იხსნება მრავალი ბოჰემური, მხატვრულ-ლიტერატურული კაფე, სადაც იგრძნობა პარიზისა და პეტერბურგის სურნელი, ოღონდ მაინც სრულიად განსხვავებული, ახალი ენერგიით სავსე. მრავალნი ამბობდნენ: „თბილისი ჰგავს ოაზისს უდაბნოში და იზიდავს მათ, ვინც ცდილობს ომისა და რევოლუციის ქარიშხალს გაექცეს.“ მხავრობაში იბადება ავანგარდული მიმართულებები, ფუტურიზმი და დადაიზმი. ასპარეზზე ჩნდებიან ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, ძმები ზდანევიჩები და სხვანი. იმდროინდელმა ქართულმა მხატვრობამ ძირითადად სალონურ კაფეებში დაიდო ბინა, უხვად მოიხატა მსგავსი სივრცეების კედლები, რომლებიც ერთგვარად მხატვრების ტაძრად იქცა, რომლებზეც მათ უმნიშვნელოვანესი ფრესკები დაიტანეს. ამ კაფეებშივე იმართებოდა თეატრალური წარმოდგენები, რომლებსაც არ ჰყავდათ ერთი რეჟისორი, პროცესები იყო მუდმივად ცვალებადი და მრავალფეროვანი. ეს სამი წელი და ცენზურამოკლებული ეროვნული ხელოვნება უსათუოდ არის ასახული ქვეყნის მომავალი წლების კულტურულ განვითარებაზე. აქაც ვრწმუნდებით, რომ თავისუფლება არის მრავალი სიახლის საწყისი.