ნოე ჟორდანიანოე ჟორდანია

საქართველოს პირველი დემოკრატიულისაქართველოს პირველი დემოკრატიული

რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

1868-19531868-1953
 
 
 
 
 
 
 
 
ბიოგრაფია
აიბადა1868 წლის 14 იანვარს, ლანჩხუთში, რომელიც იმ პერიოდში რუსეთის იმპერიას ეკუთვნოდა. ლანჩხუთში სკოლის დამთავრების შემდეგ, 1884 წელს ჩამოვიდა თბილისში და ჩააბარა სასულიერო აკადემიაში. ნოე ბავშვობიდან ოცნებობდა ევროპაში გამგზავრებაზე, ვეტერინარობა არ აინტერესებდა, მაგრამ ამის მიუხედავად 1891 წელს ვარშავის ვეტერინალურ სასწავლებელში ჩააბარა, რადგანაც ეს მისი ევროპაში მოხვედრის ერთადერთი შანსი იყო. ვარშავაში გაეცნო მარქსიზმის იდეებს და როგორც თავად აღწერს, 1892 წელს განიცადა პოლიტიკური ევოლუცია. 1892 წელს, ევროპული სოციალისტური იდეებით შეიარაღებული ჟორდანია ყვირილაში, ეგნატე ნინოშვილის სახლში აღმოჩნდა და მცირე საინიციატივო ჯგუფის წევრი გახდა, რომელთაც რევოლუციის ღერძად უკვე ყავდათ არჩეული მუშათა კლასი. შეკრებაზე აზრთა სხვადასხვაობის გამო სამოქმედო გეგმის დაწერა ჟორდანიას მიენდო, სწორედ ამ დროს ჩაება ის ქართულ პოლიტიკაში და საფუძველი ჩაეყარა ახალ, მარქსისტულ მიმართულებას, რომელსაც “მესამე დასი” ეწოდა.

მოღვაწეობა

1895 წელს ჟორდანია პარიზში წავიდა, სადაც 4 თვით დარჩა. შემდეგ გადავიდა გერმანიაში, მარქსიზმის სამშობლოში და დასახლდა შტუტგრატში, სადაც ცხოვრობდა მისი საყვარელი თეორეტიკოსი კაუცკი.
ევროპაში ჟორდანიამ 4 წელი და 6 თვე გაატარა, 1897-ში კი სამშობლოში დაბრუნდა და გადაწყვიტა, რომ სოციალიზმის არალეგალურ პროპაგანდას, ლეგალურიც დამატებოდა და ამ მიზნით გაზეთ “ჩვენი კვალის” მფლობელთან, ანასტასია თუმანიშვილთან და გიორგი წერეთელთან, კვალის შესყიდვაზე დაიწყო მოლაპარაკება. რედაქტორობა თავის თავზე აიღო ნოემ.
ჟანდარმერიამ შეამჩნია კავშირი კვალსა და არალეგალურ აგიტაციებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ დამამტკიცებელი საბუთი ვერ მოიპოვეს, 1901 წელს ჟორდანია ციხეში მაინც ჩასვეს და 8 თვის შემდეგ წარუდგინეს ბრალი სოციალ-დემოკრატობაზე. ჟორდანიას ციხეში ყოფნისას, 1902 წელს ქართველი სოციალ-დემოკრატები გაერთიანდნენ რუს სოციალ-დემოკრატებთან, რასაც ნოე უარყოფითად შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარე

თასნაირი თავგადასავლების, ციხის, გადასახლების და ევროპაში მოგზაურობის შემდეგ, ნოემ მოახერხა ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება 1917 წლის რუსეთის როვოლუციამდე, რომელმაც საქართველოს რუსეთის იმპერიის ბატონობიდან თავის დაღწევის შანსი მისცა. ნოე დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი შემოქმედია, 1918 წლის 26 მაისს მან საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა გამოაცხადა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გახდა.
მან მთავრობის თავმჯდომარეობისას გაატარა აგრარული რეფორმა, რომელსაც თავად ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმად აფასებდა. დიდ მემამულეებს მიწები ჩამოართვა და მათ მხოლოდ 7 დესეტინა მიწა დაუტოვა. ჟორდანიას მთავრობამ მიიღო ვრცელი კანონმდებლობა, შემოიღო 8 საათიანი სამუშაო დღე, კოლექტიური ხელშეკრულება, შრომის კამერა. მიუხედავად ამისა, ჟორდანია უკმაყოფილო იყო, რომ მისი მოღვაწეობით მუშათა მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა.
"ჩვენი სოციალიზმი უმთავრესათ გამოიხატა აგრარულ რეფორმებში. ის რაც ჩვენში მოხდა უფრო ეწოდება რევოლუცია, ნამდვილათ კი ეს იყო რეფორმა, რატომ? იმიტომ რომ ეს ჩატარდა ყოველივე ძალადობის, არეულობის და ბრძოლის გარეშე."

მმართველი

ორდანია ლმობიერი მმართველი გახლდათ, ეწინააღმდეგებოდა სიმკაცრეს და ცდილობდა აელაგმა შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის ხისტი მეთოდები.
ოჯახისა და ადამიანის როლთან დაკავშირებით ჟორდანიას კონსერვატიული შეხედულებები ჰქონდა და ადამიანის უმთავრეს დანიშნულებად ოჯახის შექმნასა და შთამომავლობის გაგრძელებას მიიჩნევდა.
ნოეს ჰყავდა მეუღლე, ინა კორენევა და 4 შვილი - ასმათი, ნინა, ანდრეი, რეჯები
დასავლეთის დიდი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს რესპუბლიკის დე იურე აღიარებასთან დაკავშირებით გამართული საზეიმო აღლუმი
თბილისი, 1921 წლის 6 თებერვალი დოკუმენტი დაცულია ეროვნულ არქივში

ემიგრაცია

„ევროპის საზოგადოება დაღალულია, სხვისი სატკივარი მათ არ სტკივა, არც კი ამჩნევს მას და ცდილობს მხოლოდ ერთს — იყოს თავისთვის წყნარათ, უდარდელათ... ეს იყო მთავარი, თუ ერი არ გატყდება, საერთაშორისო მდგომარეობა ოდესმე მის სასარგებლოდ შეიძლება შემობრუნდეს და ამით ისარგებლოს“
ასაბჭოების შემდეგ, 17 მარტს ჟორდანიამ მთავრობის წევრებთან ერთად გემით დატოვა საქართველო და პარიზში გაიხიზნა. საფრანგეთში ყოფნის დროს ჟორდანია განაგრძობდა პოლიტიკურ აქტიურობას, ხელმძღვანელობდა პარტიას, წერდა ნაშრომებს. როგორც მისი მეუღლე იხსენებს, ნოე ყოველთვის ამბობდა, რომ ცხოვრებისთვის მხოლოდ კალამი და ფურცელი სჭირდებოდა.
1953 წლის იანვარს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა პარიზში. როგორც ინა იხსენებს, ნოეს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, თუმცა მისი ხისტი ხასიათით ყოველთვის ახერხებდა ამის დამალვას და კარგ ხასიათზე ყოფნას.
ნოე ჟორდანია დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის ქართულ სავანეში.